weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პენიტენციური სამსახური ვანო მერაბიშვილის მოწამვლის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

10:56 ორშაბათი, 24 სექტემბერი 2018

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს.

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მსჯავრდებულს დაესვა დიაგნოზი და შესაბამისი მკურნალობა აქვს დანიშნული, რომელსაც პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი უზრუნველყოფს.

„ივანე მერაბიშვილი რამდენჯერმე იქნა გადაყვანილი მასთან შეთანხმებით შერჩეულ სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას ჩაუტარდა ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციები და შესაბამისი ინსტრუმენტული და მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები. კერძოდ: ოტო-რინო-ლარინგოლოგის, ოფთალმოლოგის, ნევროლოგის კონსულტაციები და შესაბამისი გამოკვლევები; მათ შორის, თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა ანგიოგრაფიულ რეჟიმში, კისრისა და ხერხემლის სვეტის მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, გულ-მკერდის და დანამატი წიაღების რენტგენოგრაფია, რინოსკოპია, ოფთალმოსკოპია“, - განაცხადეს პენიტენციურ სამსახურში.

რაც შეეხება დიაგნოზს, უწყების განმარტებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილად მიიჩნევენ, დიაგნოზის გასაჯაროებას. მათი განცხადებით, ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, მერაბიშვილს დაუდგინდა ვაზომოტორული რინიტი; ჰორნერის სინდრომი (მარჯვნივ), ბლეფარო-კონიუნქტივიტი.

„რუსთავი 2“-ის გადაცემაში „P.S.“ ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც იგი „აბსოლუტურად სხვანაირად გამოიყურება“.

„ზუსტად ორი თვის წინ გამოიხატა სიმპტომები, რომ უჭირდა სუნთქვა, სახეზე იყო შეშუპებები. ციხის ექიმებმა დიაგნოზი ვერ დაუსვეს და საჭიროდ ჩათვალეს, სამოქალაქო საავადმყოფოში გაეყვანათ და კვლევა იქ ჩაეტარებინათ. ეს ადამიანი ამ ორი თვის განმავლობაში მკურნალობის ინტენსიურ კურსს გადიოდა. შედეგი არის - ნული, უფრო უარესიც. შესაბამისად, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ერთი - ან არასწორად დაისვა დიაგნოზი, მეორე- არასწორად მიმდინარეობს მკურნალობა. როდესაც ექიმებს სიმპტომატიკას ვეუბნებით იმის ხარჯზე, რომ გუგა ჩამოიწია, რომ სახე არის შეშუპებული, რომ სუნთქვის პრობლემები აქვს და ფიზიკურად სუსტად გამოიყურება, გვეუბნებიან, რომ ეს არის ერთ-ერთი სიმპტომატიკა იმისი, რომ ვანო მერაბიშვილი მოწამლული იყოს, ანუ ინტოქსიკაციური პროცესიც იყოს“, - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.

მისივე თქმით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მსჯავრდებულისთვის ახალი კვლევების ჩატარების მოთხოვნით მიმართავს.

ვანო მერაბიშვილი 2013 წლის 20 მაისს დააკავეს. ყოფილი პრემიერი და შს მინისტრი რამდენიმე საქმეზე იხდის სასჯელს, მათ შორის: აკურის ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის საქმე, სანდრო გირგვლიანის საქმე, 2011 წლის 26 მაისს აქციის დარბევის საქმე, მითვისება-გაფლანგვა და ამომრჩევლის მოსყიდვა, ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორების საქმე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]