როგორც „რეგინფოს“ ადგილობრივებმა უთხრეს, ჭურჭელში მცირე რაოდენობით ჭაჭა იყო დარჩენილი და მამაკაცი მის ამოღებას აპირებდა.
„როგორც ჩანს, სპირტის სუნი იმდენად ძლიერი იყო, რომ გონება დაკარგა და შიგ ჩავარდა“, - განაცხადა სოფელში მერის წარმომადგენელმა ომარ აჩუაშვილმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მაშველები გამოიძახეს, თუმცა როდესაც ისინი მივიდნენ, ცხედარი უკვე ამოსვენებული იყო.