შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
დიმიტრი ტატიშვილი საზოგადოებისთვის ცნობილი ივლისში გახდა, როდესაც ზაფხულის ცხელ დღეებში საცხოვრებელი კორპუსის წინ ბავშვებისთვის საცურაო აუზი დაამონტაჟა.
„ბავშვები ძალიან მიყვარს. მინდოდა იმ მომენტის ნახვა, როცა უბნის ბავშვები პირველად შეამჩნევდნენ აუზს ეზოში. სპეციალურად შუაღამით ავაწყეთ, რომ არ ენახათ, დილით კი დაველოდე მათ რეაქციას და ზუსტად ისეთი იყო, როგორიც წარმომედგინა. ბედნიერების და სიხარულის ნაპერწკლები სცვიოდათ თვალებიდან. მიზანიც ეს იყო“, - განაცხადა Mshoblebi.ge-სთან დიმიტრი ტატიშვილმა.
გარდაცვლილს მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა.