შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შსს-ში განაცხადეს, რომ ამ დროისთვის მატარებლის მემანქანეების გამოკითხვა მიმდინარეობს. პირველადი ინფორმაციით, მემანქანეებმა ხმოვანი სიგნალი ჩართეს და მუხრუჭიც გამოიყენეს, თუმცა შეჯახების თავიდან აცილება ვერ შეძლეს.