weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„კახეთი-იონი“ კიბოს სკრინინგის პროგრამას ახორციელებს

12:06 ოთხშაბათი, 26 სექტემბერი 2018

ავთვისებიანი სიმსივნეების უმეტესობა, პირველმეორე სტადიებში ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ადამიანი ვერ ამჩნევს, რომ რაღაც სჭირს. სიმპტომების უმეტესობა მე-3, მე-4 სტადიაზე იჩენს თავს, როდესაც კიბოსთან ბრძოლა ხშირად დაგვიანებული ან უშედეგოა.  

კიბო აღარ წარმოადგენს უკურნებელ სენს, თუ მისი გამოვლენა ადრეულ სტადიაზე მოხდა. სკრინინგის (სცრეენ - ინგლ. გადარჩევა, გამოხშირვა) პროგრამებიც სწორედ იმისთვისაა დანერგილი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, რომ კიბოს გამომწვევი პათოლოგიური პროცესების გამოვლენა ადრეულ სტადიაზე მოხდეს.

ადრე გამოვლენის შეთხვევაში კი, განკურნების ალბათობა 100%–მდე იზრდება. ამავე დროს, გაცილებით მცირეა მკურნალობის ხარჯები, ვიდრე კიბოს შორსწასული ფორმების მკურნალობისას.

თუ ადამიანი ჩართულია სკრინინგის პროგრამაში, მას დროული და თანმიმდევრული გამოკვლევებით შეუძლია: მშვიდად განაგრძოს ჯანმრთელობის კონტროლი; არ მისცეს დაავადებას ავთვისებიან სიმსივნედ გადაგვარების საშუალება; სრულიად განიკურნოს სიმსივნის ადრეულ სტადიაზე გამოვლენის შემთხვევაში.

ამდენად, ადრეული დიაგნოსტიკა, კიბოს პრევენციის საუკეთესო საშუალებაა. ააიპკახეთი-იონი“ აგრძელებს სკრინინგ პროგრამის განხორციელებას.

  • ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ჩათვლით;
  • საშვილოსნოს ყელის სკრინინგი 25-60 წლის ჩათვლით;
  • პროსტატის კიბოს სკრინინგი 50-70 წლის ჩათვლით;
  • კოლორექტალი სკრინინგი 50-70 წლის ჩათვლით;
  • კოლონოსკოპიური სკრინინგი მორფოლოგიით 50-70 წლის ჩათვლით.

შენი ჯანმრთელობა შენს ხელთაა!


[R] სამედიცინო ცენტრ „კახეთი-იონის“ ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]