weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

2019 წლის ოქტომბრიდან თეთრი ფერი ტაქსებისთვის სავალდებულო იქნება – კალაძე

12:55 ოთხშაბათი, 26 სექტემბერი 2018

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტაქსებთან მიმართებაში ახალი ვიზუალური სტანდარტი 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ამოქმედდება. მისივე თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ თეთრი ფერი ყველა ტაქსისთვის სავალდებულო იქნება.

„ჩვენ ძალიან ბევრი მსჯელობა გვქონდა ამასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ თეთრი ფერი იყოს ტაქსებისთვის სავალდებულო. 2019 წლის ოქტომბრიდან სამკარიანი ავტომობილები და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ვერ შეძლებენ ამ სერვისის გაწევას.

ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებისთვის ქალაქში გამოიყოფა სპეციალური პარკირების ადგილები, რომელიც იქნება მათთვის უფასო. გარდა ამისა, მათ საკუთარ ავტომობილებზე ექნებათ გამოყოფილი კონკრეტული ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება რეკლამის გაკეთება და რეკლამიდან შემოსული თანხა იქნება მათი პირადი საკუთრება.

ასევე, მანათობელი ტაქსის ნიშანი, რომელსაც დაამზადებს მერია, ტაქსებს გადაეცემათ უფასოდ“, – განაცხადა თბილისის მერიმა.

კალაძის განცხადებით, 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან თბილისში მხოლოდ ის ტაქსები იმოძრავებენ, რომლებსაც ლიცენზია აღებული აქვთ. ამ დროისთვის გაცემულია 6200-ზე მეტი ნებართვა.

„ამ სერვისის გაწევა ლიცენზიის გარეშე შეუძლებელია. ვისაც ნებართვა არ ექნება, ძალიან მკაცრი მიდგომები იქნება - ჯარიმა 200 ლარი. ნებართვის 1 წლის აღების საფასური ჩვეულებრივი შიდა წვის ძრავიანი ავტომობილებისთვის 100 ლარს შეადგენს, ჰიბრიდებისთვის 50 ლარია, ხოლო ელექტრომობილებისთვის - უფასოა“, – აღნიშნა კალაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]