weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ყველანი სუბელიანის შნირები არიან, კობახიძის ჩათვლით – ზაზა სარალიძე

14:10 ოთხშაბათი, 26 სექტემბერი 2018

„მთელი ხელისუფლება, კობახიძის ჩათვლით, არიან ვირთხის დღეში. აღარ იციან, რა თქვან ამ საქმესთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ყველანი სუბელიანის „შნირები“ არიან, რომელთაც უნდათ ამ აქციას სისულელე ელფერი შესძინონ“, - განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც სარალიძის აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის ორგანიზებული.

„რას ჰქვია „ნაციონალების“ აქცია და რას ჰქვია „ოცნების“ აქცია. მოვითხოვ, „ოცნების“ დეპუტატები და მთავრობის წარმომადგენლები შეიკრიბონ ერთ დღეს, მივალ და პირდაპირ დაველაპარაკები, დავსვამ რამდენიმე კითხვას. ვნახოთ, რა პასუხს გამცემენ. ყველა სუბელიანის მონაა, სუბელიანი ყველას თავის ჭკუაზე ათამაშებს, რომ კალანდია პასუხისგებაში არ მისცენ. სუბელიანის დაკავება იყო შეთანხმება, რომ აუცილებლად უნდა ჩამჯდარიყო, რათა ხალხში ის მუხტი ჩამქრალიყო“, - აღნიშნა ზაზა სარალიძემ, რომელმაც მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეების დასჯის მოთხოვნით საპროტესტო აქცია 10 სექტემბრიდან, რუსთაველის გამზირზე განაახლა.

პარლამენტის თავმჯდომარემ გუშინ, ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“ განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე 16 წლის დავით სარალიძის მკვლელობის ძირითადი ნაწილი გამოძიებულია და სამართალდამცველებს ხელი არავისთვის დაუფარებიათ. კობახიძის თქმით, არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც დადგენილი არ არის, ვინ მიაყენა მოზარდს სასიკვდილო ჭრილობა.

„ზაზა სარალიძე იქ არ უნდა იდგეს. ამ საქმეში ყველამ არგად იცის ყველაფერი. ეს არის „ნაციონალების“ აქცია, რომლებმაც ასევე კარგად იციან ყველაფერი. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აქცია.

ეს საქმე არის გახსნილი 90% სიზუსტით, მაგრამ ობიექტური მიზეზების გამო, არ არის უტყუარად, 100%-ით დადგენილი სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებელი პირი.

ხელის დაფარება - კომისიამ მსგავსი ვერაფერი დაადგინა და ეს არც წერია კომისიის დასკვნაში“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მას სერიოზული კითხვები აქვს მირზა სუბელიანის დაჭერის საფუძველთან დაკავშირებით: „მირზა სუბელიანი იყო მთავარი მოქმედი პირი,  მ.კ-სთან ერთად, რომელმაც მისცა პროკურატურას დანაშაულის სწრაფად გახსნის საშუალება, ეს არის რეალობა და მეორე არის ტყუილი, რომელსაც მუდმივად ვისმენთ მედიასაშუალებების მეშვეობით“.

პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობიდან 7 თვის შემდეგ დააკავეს. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მას პატიმრობა შეუფარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]