weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებულ გია თვალავაძეს პატიმრობა შეეფარდა

15:16 ოთხშაბათი, 26 სექტემბერი 2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ბრალდებით დაკავებულ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსს, გია თვალავაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატმა ლალი აფციაურმა სასამართლოს ბრალდებულის მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების რამდენიმე ფორმა შესთავაზა, მათ შორის გირაოს შეფარდება და მისი თავდებით გათავისუფლება. ადვოკატის განმარტებით, თვალავაძეს თავდებში ცნობილი მედიკოსები და საზოგადო მოღვაწეები უდგებოდნენ. საბოლოო ჯამში, მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკამყოფილა.

გია თვალავაძის გარდა, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა ამავე საქმეზე დაკავებულ კიდევ ხუთ პირს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გია თვალავაძე 24 სექტემბერს, ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დააკავა. მას ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება.

„გია თვალავაძე ბოროტად იყენებდა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, არ ახდენდა შესაბამის რეაგირებას „ცხელ ხაზზე“ შესულ შეტყობინებებზე, რომელიც შეეხებოდა აღნიშნული აფთიაქების მიერ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციას, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია“, - განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ამავე საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული პირები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ.

სუს-ის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჯამში პასუხისგებაში მისცეს 20 პირი, რომელთა მიერ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ფსიქოტროპული საშუალებების ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში 4 094 709 ლარი შეადგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]