გვენეტაძეების ინფორმაციით, ცეცხლი პირუტყვის სადგომში გაჩნდა და შემდეგ სახლზე გავრცელდა. მათივე თქმით, სახანძრო რომ დროულად მისულიყო, სახლის გადარჩენა მოხერხდებოდა. დაზარალებულები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.
საწირის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლმა, თენგიზ ლომთაძემ „რეგინფოს“ უთხრა, რომ სახლისგან მხოლოდ კედლებია დარჩენილი და საცხოვრებლის გარეშე ცოლ-ქმარი, მათი ორი მცირეწლოვანი ბავშვი და 84 წლის მოხუცი დარჩნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ სახანძრო ბრიგადები ტყიბულიდან შემთხვევის ადგილამდე გამოძახებიდან 25 წუთში მივიდნენ. მანქანები ტექნიკურად გამართულია, ხანძრის ჩასაქრობად კი ბრიგადები თერჯოლიდან, ზესტაფონიდან და ქუთაისიდანაც გამოიძახეს.