weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საბავშვო ბაღებში კარაქის ნაცვლად იაფფასიანი სპრედი შეიტანეს

11:27 ხუთშაბათი, 27 სექტემბერი 2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პასუხისგებაში მისცეს მეწარმე, რომელმაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში, საბავშვო ბაღებში კარაქის ნაცვლად იაფფასიანი სპრედი შეიტანა. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პროდუქცია რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „სანტეს“ შესაფუთ მასალაში იყო.

„ერთ-ერთი ინდივიდუალური საწარმოს ხელმძღვანელს, 2018 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებაში შემავალი საბავშვო ბაღებისთვის სხვადასხვა სახის პროდუქტი, მათ შორის კარაქი უნდა მიეწოდებინა. ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, გაყალბებული დოკუმენტებისა და კარაქის შესაფუთი მასალის გამოყენებით, საბავშვო ბაღებში კარაქის ნაცვლად იაფფასიანი სპრედი შეიტანა და მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას“, - განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში.

საქმეზეე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე და 210-ე მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებას. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დანაშაული სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]