პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ წარსულში განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შ.ბ., წლების განმავლობაში, სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დედას - ნ.ბ.-ს.
„2018 წლის 16 ივლისს, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, თავის საცხოვრებელ ბინაში, მსჯავრდებულმა დედას სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, ასევე რკინის ნივთი ჩაარტყა ხელებსა და ზურგში. აღნიშნულმა ქმედებებმა ნ.ბ.-ს ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია“, - განაცხადეს პროკურატურაში.
სამართალდამცველებმა შ.ბ. 16 ივლისს დააკავეს. მას წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურის ცნობით, სასამართლომ შ.ბ.-ს სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.