მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვართამაღლებას აღნიშნავს. პატრიარქმა წირვის დასრულების შემდეგ აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
სოხუმის დაცემიდან 25 წელი შესრულდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.