weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გიგა მაქარაშვილის 13-დღიანი მსვლელობა ენგურის ხიდზე აქციით დასრულდა

17:59 ხუთშაბათი, 27 სექტემბერი 2018

სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი თბილისიდან ენგურის ხიდამდე ფეხით ჩავიდა. 13-დღიანი მსვლელობით მან რუსული ოკუპაცია გააპროტესტა.

„ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი 13 დღე ჩემს ცხოვრებაში. ფეხით მოვიარე ჩემი ქვეყანა. გზად შემხვდა ათასობით ადამიანი, რომელმაც მითხრა, რომ კარგ საქმეს ვაკეთებ. ეს აჩენს იმედს, რომ არ დავიწყებულა ეს მუხტი. ის მიძინებულია და გამოღვიძება სჭირდება. მთავარია, არ დაგვეზაროს, არ შეგვეშინდეს, არ დაგვავიწყდეს და ენგურის ხიდზე კი არ გავჩერდებით, ჩავალთ სოხუმშიც და გაგრაშიც. მთავარია, ერთობა, ერთმანეთის მოსმენა და პატიება ვისწავლოთ. ჩვენ გვყავს ერთი საერთო მტერი - რუსეთი, რომელსაც საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული. სანამ ერთ ქართველს მაინც ახსოვს, რომ მისი მტერი რუსეთია, მანამდე ეს ომი წაგებული არ არის“, - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა ენგურის ხიდზე.

ზუგდიდიდან ენგურის ხიდისკენ მსვლელობის დროს მაქარაშვილს საქართველოს დროშებითა და ტრანსფარანტებით სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

სოხუმის დაცემიდან დღეს 25 წელი გავიდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]