აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებულები დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 პუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.