weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

1 ოქტომბერს „ახმეტობა 2018“ გაიმართება

11:32 პარასკევი, 28 სექტემბერი 2018

პირველ ოქტომბერს, ახმეტაში, წმინდა მოწამე ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე - „ახმეტობა 2018“ აღინიშნება. ტრადიციულ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილია კულტურული და სპორტული ღონისძიებები.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 11:00 საათზე ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის ეკლესიასთან მისი სულის მოსახსენიებელ პარაკლისს გადაიხდიან. 12:00 საათზე დაგეგმილია დოღი, რის შემდეგაც „ახმეტობა 2018“-ს მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გახსნიან.

„14:00 საათიდან, ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის სკვერში მოწყობილ ფაცხაში სტუმრებს კახური კერძების დეგუსტაცია შეეძლებათ. პარალელურად, ადგილობრივი ფოლკლორულ - ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და მოწვეული მომღერლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება. გამოიფინება ხალხური რეწვის ნიმუშები და ნაჩვენები იქნება შემოდგომის კახეთისათვის დამახასიეთებელი სხვადასხვა ტრადიციული საქმიანობა“, - განაცხადეს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში.

სპორტული ღონისძიებები, დოღის გარდა მოიცავს, ჭადრაკის ტურნირს, შეჯიბრს ქართულ ჭიდაობასა და მკლავჭიდში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]