weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

1 ოქტომბრიდან თბილისში ტაქსები ლიცენზიის გარეშე მგზავრებს ვეღარ მოემსახურებიან

12:50 პარასკევი, 28 სექტემბერი 2018

პირველი ოქტომბრიდან თბილისში ტაქსის სერვისით მომსახურება ლიცენზიის გარეშე იკრძალება. თბილისის მერიის განცხადებით, ლიცენზიის გარეშე ტაქსის მომსახურების შემთხვევებზე მკაცრი რეაგირება ექნებათ.

ამ დროისთვის დედაქალაქში ტაქსის სერვისით მომსახურების 8 477 ნებართვაა გაცემული. ტაქსის ლიცენზიის ერთი წლის საფასური ჩვეულებრივი, შიგაწვისძრავიანი ავტომობილებისთვის - 100 ლარი, ჰიბრიდებისთვის - 50 ლარი, ხოლო ელექტროძრავიანი ავტომობილებისთვის - უფასოა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები პრივილეგიებითაც ისარგებლებენ. კერძოდ, ქალაქში მათთვის პარკირებისთვის სპეციალური, უფასო ადგილები გამოიყოფა. გარდა ამისა, მათ საუთარ ავტომობილებზე გამოყოფილი ექნებათ კონკრეტული ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება რეკლამის განთავსება და შემოსული თანხა მათი საკუთრება იქნება. ამასთან, ტაქსის მანათობელი, რომელსაც თბილისის მერია დაამზადებს, მათ უფასოდ გადაეცემათ.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან თბილისში მოძრავი ყველა ტაქსი თეთრი ფერის იქნება. ამავე პერიოდიდან სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ამ სერვისის გაწევას ვერ შეძლებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]