სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს და დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.