weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ხურვალეთიდან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 37 წლის ქალი გაიტაცეს

15:13 შაბათი, 29 სექტემბერი 2018

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთიდან რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე, 37 წლის ქალი გაიტაცეს. შავშვების ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა როინ ადიკაშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, რომ ქალი საკუთარ ნაკვეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზის აქეთ მდებარეობს, კაკლის ასაკრეფად იყო გასული.

„შემთხვევა დღეს დილით მოხდა. როგორც თვითმხილველები გვეუბნებიან ე.წ. მესაზღვრეები ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და ქალი წაიყვანეს. ჯერჯერობით არ ვიცით, გადაიყვანეს თუ არა ცხინვალის იზოლატორში“, - ამბობს როინ ადიკაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ინფორმაცია მიაწოდეს და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

სუს-ის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 126 უკანონო დაკავების ფაქტია რეგისტრირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]