weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მსოფლიო პატრიარქის და რუსეთის ეკლესიის მეთაურის განკითხვა მიუღებელია – საპატრიარქო

10:30 კვირა, 30 სექტემბერი 2018

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, მსოფლიო პატრიარქ ბართლომესა და რუსეთის პატრიარქ კირილის მიმართ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი გამონათქვამების გაკეთება შეუფერებელი და ყოვლად მიუღებელი ქმედებაა.

„დღეს მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე რთული პროცესები შეიძლება იწვევდეს სხვადასხვა პოზიციის მქონე მოძღვრების (ან მორწმუნეთა) მკვეთრ ემოციებს, მაგრამ

ემოციების აგრესიული ფორმით გამოხატვა და იერარქთა განკითხვა, მით უმეტეს საჯარო სივრცეში, დაუშვებელია და ამის ჩამდენთ პასუხი მოეთხოვებათ“, – განაცხადეს საპატრიარქოში.

საქართველოს საპატრიარქოს ამ განცხადებას წინ უძღოდა ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვრის მამა გიორგის (რაზმაძე) ინტერვიუ, რომელიც ერთ-ერთ გაზეთში დაიბეჭდა. დეკანოზმა მსოფლიო პატრიარქი ბართლომე მსოფლიო აფერისტად და მართლმადიდებლების მტრების მარიონეტად მოიხსენია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]