weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შსს-მ ბოლნისში ხუთი ბინის გაქურდვის ფაქტი გახსნა

11:53 კვირა, 30 სექტემბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბოლნისში 25 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ბრალად ხუთი ბინის გაქურდვა ედება.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში, ბოლნისში ხუთ ბინაში უკანონოდ შეაღწია, რის შემდეგაც ბინების მეპატრონეების კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის სამკაულები მოიპარა.

„ნაქურდალი ძვირფასეულობის საერთო ღირებულება 18 000 ლარია. პოლიციამ მოპარული ძვირფასეულობის დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო“, - განაცხადეს შსს-ში.

მათივე ცნობით, დაკავებული მამაკაცი წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ბინაში უკანონო შეღწევით, არაერთგზის ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]