weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ნინოწმინდაში ტბაში არსებული კუნძული ყალბი საბუთებით საკუთრებაში დაირეგისტრირეს

12:30 ორშაბათი, 01 ოქტომბერი 2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების და მათი გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლების ბრალდებით ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, დაამზადებინა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ყალბი ცნობა, თითქოსდა მას საკუთრებაში გადაეცა სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

„აღნიშნული ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, დანაშაულში მხილებულმა პირმა, საკუთრებაში დაირეგისტრირა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ტბაში არსებული 1 807 მ2 ფართობის კუნძული. ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე სხვა პირების გამოვლენა-მხილების მიზნით“, - განაცხადეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლების მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4 -დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]