weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოხალისეებს გადაამზადებს

13:24 ორშაბათი, 01 ოქტომბერი 2018

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს მასშტაბით მოხალისეთა სისტემის დანერგვას იწყებს. მოხალისეობის მსურველებს სპეციალურ პლატფორმაზე დარეგისტრირება 1 ნოემბრიდან შეეძლებათ.

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონის თანახმად, მოხალისე შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც 18 წელი შეუსრულდა; საკომუნიკაციო დონეზე ფლობს ქართულ ენას და არ არის ნასამართლევი განზრახ მძიმე დანაშაულისთვის.

გარდა ამისა, მოხალისემ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს უნდა მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ, რათა არ მოხდეს ჩართვა ისეთ მოხალისეობრივ საქმიანობაში, რომელიც შეიცავს მისი ჯანმრთელობის დაზიანების ან სიცოცხლის მოსპობის რისკს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოხალისეებს კოორდინაციას გაუწევს და ევროკავშირისა და აშშ-ს მხარდაჭერით გადაამზადებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]