პირველი ოქტომბრიდან, თბილისში არსებულ სიჩქარის კონტროლის 4 სექციას კიდევ 2 დაემატება, კერძოდ: მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და გიორგი სააკაძის ქუჩის კვეთიდან აკაკი ბაქრაძის ქუჩის მიმართულებით; ასევე, მტკვრის მარცხენა სანაპიროს და სამტრედიის ქუჩის კვეთიდან ჯონ მალხაზ შალიკაშვილის ხიდის მიმართულებით და პირიქით, ჯონ მალხაზ შალიკაშვილის ხიდიდან სამტრედიის ქუჩის მიმართულებით. აღნიშნულ მონაკვეთებზე ნებადართული სიჩქარეა 70 კმ/სთ.
ასევე, პირველი ოქტომბრიდან, სამეგრელოს რეგიონში ორმხრივად ამოქმედდება სიჩქარის მზომი 4 წერტილოვანი რადარი, კერძოდ, სენაკის მუნიციპალიტეტში, თეკლათის საავტომობილო გზის მონაკვეთზე (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ) და ხობის მუნიციპალიტეტში, ჭალადიდის საავტომობილო გზის მონაკვეთზე (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ).
საქართველოს მასშტაბით სიჩქარის მზომი სულ 27 წერტილოვანი რადარი იმუშავებს.