weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გულის მსოფლიო დღე - როგორ შევამციროთ დაავადებების რისკი

11:07 შაბათი, 29 სექტემბერი 2018

29 სექტემბერს გულის მსოფლიო დღე (WORLD HEART DAY) აღინიშნა. ეს დღე 1999 წელს გულის მსოფლიო ფედერაციის ინიციატივით დაარსდა  და მისი მიზანი გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების ეპიდემიით გამოწვეული საშიშროებისა და პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის და ცონდის ამაღლებაა.

ამ დღესთან დაკავშირებით, გულის მსოფლიო ფედერაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად, ღონისძიებებს 100-ზე მეტ ქვეყანაში ატარებს, რაც ჯანმრთელობის მასობრივ შემოწმებას, საჯარო ლექციებს, ფორუმებს, გამოფენებს, სპექტაკლებს, კონცერტებს, აგრეთვე სპორტულ შეჯიბრს და ორგანიზებულ სეირნობებს მოიცავს.

გულსისხლძარღვთა დაავადებების და ინსულტის განვითარების რისკ-ფაქტორებს შორისაა: არტერიული წნევის, სისხლში ქოლესტერონის და გლუკოზის დონის მომატება, თამბაქოს მოხმარება, ხილისა და ბოსტნეულის არასაკმარისი რაოდენობით მიღება, ჭარბი წონა, ფიზიკური ინერტულობა. ნაადრევი სიკვდილის 80%-ის თავიდან აცილება შესაძლებელია ჯანსაღი ცხოვრების წესით.

 

[R] „ფრანგული სამედიცინო ცენტრი კახეთი-იონის“ ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]