weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გორის სოფელ მეჯვრისხევს რუსულმა სამხედრო ვერტმფრენებმა გადაუფრინეს

15:01 სამშაბათი, 02 ოქტომბერი 2018

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრებელების ინფორმაციით, ოთხმა რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა დილით საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოფრინდა.

სათემო რადიო „მოზაიკას“ ადგილობრივებმა უთხრეს, რომ ვერტმფრენებმა სოფელს წრე დაარტყეს და კვლავ ოკუპირებული ტერიტორიისკენ გაფრინდნენ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რუსული ვერტმფრენების შემოსვლა დაადასტურეს. სამსახურში განმარტავენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

რუსული მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქში ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო სწავლება მიმდინარეობს. სამხედროები სირიაში მიღებულ გამოცდილებას იყენებენ, საბრძოლო მოქმედებების ახალ ფორმებს და თანამედროვე საბრძოლო მოქმედებებს ხვეწენ.

სამხედრო სწავლებაში 8500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს და 2 ათასზე მეტი სამხედრო ტექნიკაა ჩართული.

„20 ერთეული ოპერატიულ-ტაქტიკური ავიაცია გადასროლილია დაღესტნის, ჩრდილო და სამხრეთ ოსეთის, ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორიაზე არსებულ აეროდრომებზე. მათ შორის, ბომბდამშენი „Су-34“, ავიაგამანადგურებლები Су-30М2, „Су-27СМ3“ და მოიერიშე „Су-25“, - წერს სააგენტო „რია ნოვოსტი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]