„აფეთქება დილის 7 საათზე მოხდა. სამი ადამიანი, რომელმაც დამწვრობა მიიღო, კატასტროფის ბრიგადებმა თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. საავადმყოფოში ვიყავი და ვნახე, რომ სამივე გონზე იყო. ქალის მდგომარეობა შედარებით მძიმეა“, – უთხრა „რეგინფოს“ ბაზალეთში დუშეთის მერის წარმომადგენელმა მურთაზ ბოდაველმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.