weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნატახტარის აეროდრომზე პირველი ქართული ავიაშოუ Fly Fest Georgia გაიმართება

00:38 სამშაბათი, 13 ივნისი 2017

24 ივნისს, ნატახტარის აეროდრომზე პირველი ქართული მასშტაბური ავიაშოუ Fly Fest Georgia გაიმართება, რომელშიც ქართველი და ევროპელი მფრინავები მიიღებენ მონაწილეობას.

როგორც „რეგინფოს“ ღონისძიების ორგანიზატორმა ლევან მაწიაშვილმა განუცხადა, შოუს ფარგლებში რთული მანევრები შესრულდება. გამოყენებული იქნება  სამხედრო თვითმფრინავები, ვერტმფრენები, პარაპლანები და დელტაპლანები. 

ღონისძიების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია პარაშუტით ხტომა. პარაშუტისტები ასეულობით მეტრის სიმაღლიდან სხვადასხვა მოძრაობებით დაეშვებიან.

„ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში ამ მასშტაბის ავიაშოუ გაიმართება. აღსანიშნავია, რომ შოუში ქართველ პილოტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ევროპიდან ჩამოსული 6 საჰაერო ხომალდი თავისი პილოტებით, რომლებიც მსოფლიო ავიაშოუ ბაზარზე ცნობილები არიან. ისინი სამხედრო თვითმფრინავებით რთულ და სანახაობრივ მანევრებს შეასრულებენ“,- განუცხადა „რეგინფოს“ ლევან მაწიაშვილმა.

შოუ 19:00 საათზე დაიწყება და ორი საათი გაგრძელდება. ღონისძიებაზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია. ბილეთის ფასი 10 ლარია.

ღონისძიება ავიაკომპანია „სერვის ეარის“ და ტურისტული კომპანია „ვანილა სქაის“ ორგანიზებით იმართება. ღონისძიების მთავარი მიზანი ქართული ავიაციის განვითარების ხელშეწყობაა. ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალი ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება.

 

 

 

 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]