weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მე და ზაზა ოქუაშვილმა მაკომპრომიტირებელი მასალა ერთად ჩავწერეთ – ლევან ყიფიანი

19:50 ოთხშაბათი, 03 ოქტომბერი 2018

სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში ჩვენება მისცა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ გავრცელებული ფარული ჩანაწერები მან „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან ერთად დადგა. მისივე თქმით, ჩანაწერები ოქუაშვილს უცხოელი პარტნიორებისთვის უნდა წარედგინა, რათა დაერწმუნებინა, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან ზეწოლას განიცდიდა.

ყიფიანის განცხადებით, ის „ომეგა ჯგუფში 2015 წლიდან, ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა და სიმართლეს არ შეესაბამება ზაზა ოქუაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კომპანიაში ბიძინა ივანიშვილის მიერ იყო მიგზავნილი.

„მე ამ კომპანიის ნაწილი ვიყავი. ჩემი პირდაპირი ვალდებულება იყო, დამემყარებინა კონტაქტი როგორც სახელისუფლებო, ისე ბიზნესის წარმომადგენლობასთან, რათა მომეხდინა კომპანიის ფინანსური რესურსის დაზოგვა და მის განვითარებაში წვლილის შეტანა. რაც შეეხება იმ საკითხის, რა ხდებოდა ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით, შეიძლება ეს სასაცილოც კი იყოს იმიტომ, რომ ამ ჩანაწერებში ჩვენ ერთობლივი გეგმა გაგვაჩნდა. ზაზა ოქუაშვილი მოვიდა ჩემთან ზაფხულის თვეში. მან დამიხატა ასეთი სურათი: რადგან მისი ბიზნესი წნეხს განიცდის უცხოელი პარტნიორებისგან, პრობლემები აქვს საქართველოში ბიუჯეტის თანხებთან დაკავშირებით, ამიტომ

ოქუაშვილმა გადაწყვიტა, რომ ერთობლივად ჩაგვეწერა მაკომპრომიტირებელი მასალა. ის მარწმუნებდა, რომ ეს იყო მისი შიდა მოხმარებისთვის და შემდგომში უნდა წარედგინა უცხოეთში იმისთვის, რომ დაერწმუნებინა უცხოელი პარტნიორები.

მე რომ ყოფილი მინისტრი ვიყავი, ჩემი წარმომავლობა ოჯახისშვილობა უცხოელებისთვის იქნებოდა დამაჯერებელი. იგი დაარწმუნებდა იმათ, რომ საქართველოს ხელისუფლება წნეხს ახორციელებს მასზე და მოახერხებდა ვალდებულებების, დავალიანებების, რომელიც მას აგრეთვე გააჩნდა უცხოელ პარტნიორებთან, გადავადებას და პრობლემები საქართველოშიც მოგვარდებოდა“, - განაცხადა ლევან ყიფიანმა.

მისივე თქმით, ის გამუდმებით მიანიშნებდა ოქუაშვილს იმ დავლიანებაზე, რომელიც სამი წლის განმავლობაში მის მიმართ დაუგროვდა და სთხოვდა მის გასტუმრებას.

„სწორედ ამაზე აპელირებით ოქუაშვილმა მთხოვა, რომ მივიღებდი იმ დავალიანებას, თუ მას დავეხმარებოდი ამ თემის ხელშეწყობაში - ეს იყო ხელშეწყობა ამ ჩანაწერების ერთობლივად განხორციელება. ის ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ეს მასალა წავიდოდა უცხოეთში, უცხოელების დასარწმუნებლად. ამის შემდგომ, იგი მიყვება, რომ თავზე ენგრევა მთელი ბიზნესი. ამან გამოიწვია ჩვენი შეთანხმება. არვიცი, ჩემი მხრიდან ეს იყო მიამიტობით, სურვილით, რომ დავხმარებოდი ამ კაცს და ვყოფილიყავი მისი მხარდამჭერი, მივიღეს ეს გამოწვევა. მთელი უბედურება ის არის, რომ ეს კაცი, თურმე, ჩანაწერებს აკეთებს მთელი ხნის განმავლობაში და ის ჩანაწერებიც კი, რომლებიც ერთობლივად განვახორციელეთ, დამონტაჟებულია“, - ამბობს ლევან ყოფიანი.

ყიფიანი ზაზა ოქუაშვილს შანტაჟში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ჩანაწერები ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე გამოიყენა: „მან ფინანსური ინტერესები პოლიტიკურ ინტერესებში გადაზარდა“

რაც შეეხება თიბისი ბანკიდან ოთხი მილიონი ლარის გატანას, სპორტის ყოფილი მინისტრი ადასტურებს, რომ თანხა გაიტანეს, თუმცა მისთვის უცნობია, სად წავიდა.

ლევან ყიფიანმა კომენტარი გააკეთა ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიერ სარდაფში მის ჩაკეტვასა და გაუპატიურების მუქარასთან დაკავშირებითაც. ყიფიანის თქმით, მას ოთარ ფაცხალაძესთან ნორმალური ურთიერთობა აქვს და „სარდაფის ეპიზოდი ფარსია“: „შეურაცხმყოფელია ამ თემაზე რომ ვილაპარაკო. ასეთი რამ არ ყოფილა“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]