თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის დროს ავტომობილში ორი ადამიანი იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.