weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სირიაში პანკისელების ოჯახის, მათ შორის 8 წლის ბავშვის დაღუპვა დადასტურდა

10:08 ხუთშაბათი, 04 ოქტომბერი 2018

ოჯახის წევრებმა სირიაში 34 წლის აღაზა ბორჩაშვილის, მისი მეუღლის, 36 წლის კახა ტოხოსაშვილისა და მათი 8 წლის შვილის გარდაცვალება დაადასტურეს. ჯოყოლოსა და ბირკიანში სამძიმრის მიღება დღეს, დილიდან დაიწყეს.

როგორც პანკისის სათემო რადიო WAY-ის ახლობლებმა უთხრეს, ცოლ-ქმრისა და მცირეწლოვანი ბიჭის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ მიიღეს, თუმცა ამ დრომდე არ იყო დადასტურებული. სირიიდან მიღებული ინფორმაციით, ოჯახის სამივე წევრი დაბომბვისას დაიღუპა. ნაპოვნია ქალის პირადობის მოწმობა. გარდაცვალებისას აღაზა ბორჩაშვილი 8 თვის ორსული ყოფილა.

კახა (ოსმან) ტოხოსაშვილი სირიაში 4 წლის წინ წავიდა და ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა. „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო მისი ძმაც, 26 წლის ბექხან ტოხოსაშვილი, რომელიც თარხან ბათირაშვილის რაზმში ირიცხებოდა. ბექხან ტოხოსაშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 2016 წლის ივლისში გავრცელდა.

2015 წლის აპრილის ბოლოს, ბექხან ტოხოსაშვილს ცოლად შერთვის მიზნით პანკისიდან 17 წლის გოგო გაუგზავნეს, რომელიც სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამის, აიუფ ბორჩაშვილის დისშვილია. აიუფ ბორჩაშვილი სასამართლოს მიერ ტერორიზმის ხელშეწყობაშია მსჯავრდებული და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

პანკისის სათემო რადიოს მონაცემებით, სირიაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 30 პანკისელი ემსხვერპლა.

  1. 38 წლის თამაზ ბათირაშვილი (ივლისი, 2018)
  2. 34 წლის აღაზა ბორჩაშვილი (2017/18)
  3. 36 წლის კახა ტოხოსაშვილი (2017/18)
  4. 8 წლის ხამზა ტოხოსაშვილი (2017/18)
  5. 18 წლის მუსლიმ კუშტანაშვილი (სექტემბერი, 2017)
  6. 40 წლის გიორგი მარგოშვილი, იგივე ფეიზულა კუშტანაშვილი (დეკემბერი, 2017)
  7. 25 წლის მუხმად ბაღაკაშვილი (მაისი, 2017)
  8. 20 წლის რამზან ბაღაკაშვილი (დეკემბერი, 2016)
  9. 24 წლის მუხმად ხანგოშვილი (ნოემბერი, 2016)
  10. 21 წლის სულთან გუმაშვილი (აგვისტო, 2016 )
  11. 30 წლის თარხან ბათირაშვილი (ივლისი, 2016)
  12. 34 წლის რუსლან ქავთაროვი (ივლისი, 2016)
  13. 26 წლის ბექხან ტოხოსაშვილი (ივლისი, 2016)
  14. 39 წლის ომარ მარგოშვილი (ივნისი, 2016)
  15. 22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილი (ივნისი, 2016)
  16. 39 წლის ვახა ბუგიევი (აპრილი, 2016)
  17. 24 წლის რამზან ფარეულიძე (იანვარი, 2016)
  18. 22 წლის მუხმად თურქოშვილი (იანვარი, 2016)
  19. 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი (ივნისი, 2015)
  20. 33 წლის იბრაჰიმ ცათიაშვილი (მაისი, 2015)
  21. 24 წლის დავით სვიაკაური (თებერვალი, 2015)
  22. 18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი (დეკემბერი, 2014)
  23. 21 წლის ჯაბრაილ ცათიაშვილი (დეკემბერი, 2014)
  24. 22 წლის გურამ გუმაშვილი (ოქტომბერი, 2014)
  25. 18 წლის ბესო კუშტანაშვილი (სექტემბერი, 2014)
  26. 36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი (თებერვალი, 2014)
  27. 24 წლის ხალიდ აჭიშვილი (ოქტომბერი, 2013)
  28. 26 წლის ჰამზათ აჭიშვილი (ივლისი, 2013)
  29. 40 წლის აბდულ-მალიქ მუთოშვილი (ივლისი, 2013)
  30. 23 წლის რუსტამ გელაევი (აგვისტო, 2012)
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]