weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გლდანის ციხეში 46 წლის ახლიმან ახმედოვი გარდაიცვალა

15:00 ხუთშაბათი, 04 ოქტომბერი 2018

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულებაში პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებული, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მცხოვრები, 46 წლის ახლიმან ახმედოვი გარდაიცვალა.

პენიტენციური სამსახურში აცხადებენ, რომ ბრალდებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლამდე, სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა. უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ახლიმან ახმედოვი, მისი 18 წლის შვილი და 20 წლის ბიძაშვილი სიღნაღში, 4 სექტემბერს, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობას, ძალადობას ან მუქარას გულისხმობს.

„4 სექტემბერს ახლიმან ახმედოვი შვილთან და ბიძაშვილთან ერთად სვამდა. სასმელი რომ შემოაკლდათ, მაღაზიაში წავიდნენ. ავტომობილი გაჩერებული იყო, პოლიციელები რომ მიადგნენ და  საბუთები მოსთხოვეს. ახლიმან ახმედოვსა და სამართალდამცავებს შორის შელაპარაკება მოხდა. მისი დაკავება, რომ დაიწყეს, კაცი იგუდებოდა. ეუბნებოდა, რომ გულით ავადმყოფი იყო, მაგრამ არ მოეშვნენ. თავი რომ გაეთავისუფლებინა, ერთ-ერთ პოლიციელს ხელზე უკბინა. მისმა შვილმა კი, რომელიც მამას ვერ შველოდა, სიმწრით საკუთარი მანქანის მინდა ჩაამტვრია. ბიძაშვილი არაფერ შუაში იყო, მაგრამ მაინც დააკავეს“, - აცხადებს ადვოკატი პაატა გოგიაშვილი.

მისივე თქმით, სიღნაღის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანის შემდეგ დაკავებულებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. აღკვეთის ღონისძიების შეფარდებამდე ახლიმან ახმედოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და წნორის საავადმყოფოში მოათავსეს.

„სასამართლო პროცესისთვის სიღნაღში მისი გადაყვანა უნდოდათ, მაგრამ ექიმებმა ამის ნება არ მისცეს. ვიდრე მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებდა, გადავეცი ექიმის ცნობა, რომლის მიხედვითაც, მამაკაცი მკურნალობას გადიოდა და გულით ავადმყოფი იყო. მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა და აპარატზე შეერთებულ კაცს წინასწარი პატიმრობა საავადმყოფოშივე შეუფარდა. ჩემი შეფასებით, ეს მკვლელობაა. დაკავებულები ბრალს არ აღიარებდნენ. აღკვეთის ღონისძიება სააპელაციოში გავასაჩივრეთ, თუმცა მოსამართლე პავლიაშვილმა განჩინება ძალაში დატოვა“, - უთხრა პაატა გოგიაშვილმა „რეგინფოს“.

ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულებმა მოსამართლისა და პროკურორის წინაშე განაცხადეს, რომ სამართალდამცველებმა პოლიციის შენობაში სცემეს, რაც გამოძიების დაწყების საფუძველია: „ირწმუნებიან, რომ შეუძლიათ იმ პოლიციელების ამოცნობა, რომლებმაც ცემეს. საგამოძიებო ორგანოს ფაქტიც არ გადაუმოწმებია, არა თუ გამოძიება დაიწყო“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]