weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორად სოფიო გორგოძე დაინიშნა

15:21 ხუთშაბათი, 04 ოქტომბერი 2018

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს სოფიო გორგოძე უხელმძღვანელებს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სოფიო გორგოძეს განათლების სისტემაში 14-წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს.

მინისტრის თქმით, გორგოძე სხვადასხვა დროს იკავებდა ხელმძღვანელ თანამდებობებს და ეწეოდა საკონსულტაციო მომსახურებას როგორც საჯარო და არასამთავრობო სექტორში, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებში განათლების მართვის მიმართულებით. უმაღლეს სასწავლებლებში მის მიერ წაყვანილი სასწავლო კურსები მოიცავს განათლების პოლიტიკას, საგანმანათლებლო შეფასებებს, განათლების კვლევებს.

„სოფიო გორგოძე სხვადასხვა დროს მუშაობდა, როგორც საქართველოს დელეგატი ევროსაბჭოს ზოგადი განათლების კომიტეტში, გახლდათ ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტური ორგანიზაციის თანადამფუძნებელი და თანათავმჯდომარე. განათლების მიმართულებით სოფიო გორგოძეს გამოქვეყნებული აქვს არაერთი პუბლიკაცია და სტატია სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ გამოცემაში. სოფიო გორგოძეს აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი განათლების პოლიტიკის მიმართულებით, ასევე ის გახლავთ განათლების დოქტორი. ეს არის გუნდი, რომელთან ერთადაც ჩვენ განვახორციელებთ განათლების სისტემის რეფორმასა და სრულ ტრანსფორმაციას“, – აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს – გიორგი ვაშაკიძე უხელმძღვანელებს, ხოლო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს – ბერიკა შუკაკიძე. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორად ზვიად გაბისონია დაინიშნა.

გარდა ამისა, განათლების მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს – ნათია ზედგენიძე. ბატიაშვილის თქმით, ზედგენიძის ფუნქცია სამინისტროს ადმინისტრაციული საქმიანობის კოორდინაცია იქნება. რაც შეეხება მინისტრის კიდევ ერთ მოადგილეს, ალექსანდრე თევზაძეს, ის თანამდებობას 31 ოქტომბერს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვებს.

მიხეილ ბატიაშვილმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, გიორგი მაჩაბელი და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან 10 სექტემბერს გაათავისუფლა. მათთან ერთად თანამდებობები მინისტრის ორმა მოადგილემ დატოვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]