ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ახალგაზრდა ქალი კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე - 21 წლის ქალი რეანიმაციაშია მოთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.