weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქობულეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა გაიხსნა

11:30 პარასკევი, 05 ოქტომბერი 2018

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ახალი შენობა აქვს. ამ დრომდე სამედიცინო პერსონალი ერთ-ერთ კერძო შენობაში მუშაობდა, სადაც შესაბამისი სამუშაო და მოსასვენებელი პირობები არ არსებობდა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხუთი ეკიპაჟი ემსახურება, საიდანაც სამი აღნიშნულ ცენტრში განთავსდება.

„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით არის აგებული. ცენტრი აღჭურვილია საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. თანამშრომლებისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ოთახებია გამოყოფილი. გათვალისწინებულია სივრცე სამედიცინო სახარჯი მასალისა და სხვა ტექნიკური ინვენტარისთვის. შენობის გარე პერიმეტრზე კი, ავტოპარკის განსათავსებლად, სპეციალური ტერიტორიაა მოწყობილი“, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

ქობულეთის გარდა ახალი შენობები გადაეცა ფოთის, ბორჯომისა და ხონის რაიონულ სამსახურებს. პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლობით ხორციელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]