weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თბილისში ქარისგან წაქცეული ხე ადამიანს დაეცა

11:58 პარასკევი, 05 ოქტომბერი 2018

თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში ძლიერი ქარის შედეგად წაქცეული ხე ქუჩაში მიმავალ მოქალაქეს დაეცა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქვეითმა სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამ დროისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სულ 10 შეტყობინებაა შესული. ყველაზე მეტი - ხუთი შეტყობინება, გლდანი-ნაძალადევის რაიონიდან მიიღეს, სადაც წაქცეულმა ხეებმა მსუბუქი ავტომანქანები დააზიანა. ძლიერმა ქარმა თემქის დასახლებაში, სახლს სახურავი გადახადა. წაქცეულმა ხემ ერთი ავტომანქანა დააზიანა ისანი-სამგორის რაიონშიც. ხის წაქცევის შესახებ ორი შეტყობინება ჩუღურეთის რაიონიდან მიიღეს. ორი გამოძახება დაფიქსირდა მთაწმინდა-კრწანისისა და ვაკე-საბურთალოს რაიონებში.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ მეხანძრე-მაშველებმა ყველა შემთხვევაზე უკვე მოახდინეს რეაგირება.

დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეს ძლიერი ქარი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონსა და თბილისში ქარის სიჩქარე 20-25 მ/წმ მიაღწევს, ხოლო დასავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე 20 მ/წმ იქნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]