weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

ბაჰრეინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამარტივა

12:44 პარასკევი, 05 ოქტომბერი 2018

ბაჰრეინის სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გამარტივდა, რაც ელექტრონული ვიზით მოგზაურობას ან საზღვარზე ვიზის მიღების უფლებას გულისხმობს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა 27 სექტემბერს ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის, დავით ზალკალიანისა და ბაჰრეინის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეიხ ალ ხალიფას შეხვედრა.

„სავიზო რეჟიმის გამარტივება ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვან განვითარებას და ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურებას ტურიზმისა და ინოვაციების სექტორში“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სამინისტროს ინფორმაციით, ბაჰრეინთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღების თაობაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]