weather cur horoscope tv
ნოემბერი 03, 2024

„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ფარული ჩანაწერები დამონტაჟებულია – ექსპერტიზის დასკვნა

13:44 პარასკევი, 05 ოქტომბერი 2018
ფოტო ტელეკომპანია იბერიას მიერ გავრცელებული ჩანაწერიდან ფოტო ტელეკომპანია იბერიას მიერ გავრცელებული ჩანაწერიდან

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ „ომეგა ჯგუფის“ და ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეზე 9, 11, 14 და 21 სექტემბერს მედიაში გასულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა მოამზადა, რომელიც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოაქვეყნა.

ექსპერტიზის დასკვინის მიხედვით, ჩანაწერები არ არის ავთენტიკური, დამზადებულია მონტაჟის გზით, ამავდროულად, ყველა ვიდეოჩანაწერი დამზადებულია წყვეტებით და მათზე მრავლობით აღინიშნება ციფრული და მექანიკური მონტაჟის კვალი.

დასკვნის თანახმად, ყველა სადავო ფონოგრამებზე აღინიშნება ფონური ხმაურის სიტუაციურად შეუსაბამო ცვლილებები.

ლინგვისტური კვლევისას კომუნიკატთა მეტყველებაში მრავლობით აღინიშნება კითხვა-პასუხის შინაარსობრივი შეუსიტყვაობა, არათანმიმდევრულობა, არაბუნებრივი, შეუსაბამო ინტონაციური სურათი, მრავლად ფიქსირდება სიტყვების და ფრაზების წყვეტა.

ყველა სადავო ფონოგრამა იწყება და მთავრდება წყვეტებით, ასევე თითოეული ფონოგრამის შიგნით დაფიქსირებულია დიდი რაოდენობით წყვეტები.

ტელეკომპანიებმა „რუსთავი 2“-მა და „იბერიამ“ გაავრცელეს არაერთი ჩანაწერი, სადაც საუბრის მონაწილეები, სავარაუდოდ, ასევე, არიან სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი. აუდიოჩანაწერებში საუბარი ეხებოდა „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების გავრცელების შესაძლებლობებსა და ზოგადად კომპანიის შემდგომ საქმიანობას.

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მედიასაშუალებებით სავარაუდოდ ლევან ყიფიანსა და ზაზა ოქუაშვილს შორის საუბრის აუდიოჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიებამ სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან გამოითხოვა აუდიოჩანაწერები და სწორედ მათი ავთენტიკურობის, ასევე, მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის ექპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

როგორც პროკურატურა აცხადებს, სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]