weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

7 პოლიციელი ნარკოდანაშაულის ბრალდებით პასუხისგებაში მისცეს

15:46 პარასკევი, 05 ოქტომბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა მიმდინარე წელს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-შემოტანის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში პოლიციის 7 თანამშრომელი მისცეს.

ბოლო 11 თვეში ნარკოტიკული საშუალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ ისაუბრა.

ჭელიძის განცხადებით, სამართალდამცავებმა ბოლო დღეებში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს და არაერთი პირი დააკავეს. შსს-ს მონაცემებით, ამოღებულია 6800 აბი „ექსტაზი“, კილოგრამი „ჰაშიში“, „კოკაინი“ და „LSD“ ფირფიტები.  ასევე, კილოგრამამდე ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც 180 გრამ ჰეროინს შეიცავს და 40 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი.

მამუკა ჭელიძის განცხადებით, 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით, ფონიჭალის დასახლებაში სხვადასხვა სახის ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს 192 პირი, მათ შორის, 13 ქალი და 179 მამაკაცი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]