weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ქარელის რაიონში დედა-შვილი მოკლეს

12:13 სამშაბათი, 13 ივნისი 2017

შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირში დედა-შვილი მოკლეს. გარდაცვლილები დილით მეზობლებმა ნახეს. Qartli.ge ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, დედა-შვილი ჯერ ცემეს, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

ტახტისძირში გამგებლის წარმომადგენელი, ნოდარ კოპაძე ამბობს, მკვლელობა სასტიკი მეთოდებითაა ჩადენილი. მისივე ინფორმაციით, დედა დაახლოებით 62 წლის იყო, გოგო კი 30 წლამდე. ისინი მარტო ცხოვრობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]