2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულში ასევე მოხვდნენ: ქალაქ საჩხერის სსიპ ილია ჭავჭავაძის #2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი ელისო აბრამიშვილი; დაბა სურამის №2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ჯაბა ლაბაძე; თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლელა კოტორაშვილი და თბილისის საერთაშორისო აკადემია ლოგოსის მათემატიკის მასწავლებელი დაჩი ნანობაშვილი.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებული ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა გახდა.