weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ექიმები ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის დასრულებას ითხოვენ

13:40 შაბათი, 06 ოქტომბერი 2018

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების ნაწილი მიიჩნევს, რომ აჭარის ხელისუფლება საავადმყოფოს ახალი შენობის მშენებლობის დასრულებას განზრახ აჭიანურებს. ექიმების თქმით, საავადმყოფოს მისაკუთრება, დიდი ალბათობით, კერძო კომპანიას სურს და მშენებლობის დასასრულებლად საჭირო თანხის გამოყოფა ბიუჯეტიდან ამის გამო არ ხდება.

„დაიწყოს ფინანსების მოძიება ბიუჯეტში და ტექნიკის აღჭურვისთვის გამოიყოს თანხა. ასევე, საავადმყოფო სრულად დაკომპლექტდეს შტატებით. აქ ბევრი კერძო კორპორაციაა და მიზეზი ეს არის, რომ მათ უნდათ საავადმყოფო ხელში ჩაიგდონ. ისინი ელოდებიან, მთავრობა იმიტომ არ ყოფს ფულს და არ ყოფს ახალ შტატებს. რომელიღაც მძლავრი კორპორაცია სახელმწიფო რეგულატორს ჩაყლაპვას უპირებს“, - განაცხადა ბრიფინგზე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული დეპარტამენტის უფროსმა, ბენო ჭელიძემ.

„მთავრობის უკვე მესამე თავმჯდომარე ამბობს ფრაზას - საავადმყოფოს გასხვისება არ იგეგმება და მერე ამატებს, ამ ეტაპზე. ჩნდება კითხვა, რას ნიშნავს ამ ეტაპზე? ანუ შეიძლება გამოჩნდეს ეტაპი, როდესაც საავადმყოფოს გასხვისების ეტაპი დადგება“, - აღნიშნა ტრავმატოლოგმა გიორგი დიასამიძემ.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, მთავრობა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გასხვისებას არ აპირებს. მინისტრი მშენებლობის გაჭიანურების მიზეზად, ვადების გახანგრძლივებასა და პროექტში ცვლილებების შეტანას ასახელებს. სამინისტროს ინფორმაციით, შენობის ტექნიკური აპარატურით აღჭურვა ამ ეტაპზე თანხების არ არსებობის გამო ვერ ხდება.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისათვის 600-მდე ადამიანი მუშაობს. ექიმები ამბობენ, რომ პაციენტების რაოდენობა იკლებს, რადგან საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა მოძველებულია, მაშინ როდესაც სამედიცინო ბაზარზე სხვა საავადმყოფოები მაღალი კონკურენციის პირობებში მუდმივად ზრუნავენ პირობების გაუმჯობესებაზე. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს 100% წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]