ვ.კ.-ს 1994 წლის 6 ივლისს, პროკურორის სანქციით, აღკვეთის ღონისძიების სახით 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. იმავე წლის 16 სექტემბერს, წინასწარი პატიმრობის პერიოდში, იგი ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან სხვა პირებთან ერთად გაიქცა, რის გამოც მასზე ძებნა გამოცხადდა.
2008 წელს, ახალციხის სასამართლოს განაჩენით, მის მიმართ შეწყდა საქმე სსკ-ს151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ძარცვა) ჩადენისთვის, ხოლო საქართველოს სსკ-ს 379-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (დაკავების ადგილიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან ან მოთავსების სხვა ადგილიდან ბრალდებულის ან მსჯავრდებულის გაქცევა) 5 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა.
დაკავებული მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.