გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თავის ნაცნობ ა.კ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, მისივე საცხოვრებელი სახლის აივანზე, დანით სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.