weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჩხოროწყუს პოლიციის უფროსმა ჯუმბერ იზორიამ თანამდებობა დატოვა

12:41 კვირა, 07 ოქტომბერი 2018

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს უფროსი ჯუმბერ იზორია გადადგა. იზორია აცხადებს, რომ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა და გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული რეპორტაჟის შემდეგ მიიღო. მისი თქმით, ბრალდება, თითქოს მისი ოჯახი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოტანილ კონტრაბანდულ სიგარეტსა და საწვავს ყიდის, უსაფუძვლოა.

„ჩემი გადადგომა უკავშირდება ჩემი ნათესავებისთვის დაბრალებულ უსაფუძვლო ბრალდებებს, რომელსაც სიმართლესთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. სწორად არ მიმაჩნია, რომ ამ ბრალდებების მერე ადამიანი მუშაობდეს ამ თანამდებობაზე. თავად გადავწყვიტე და დავტოვე თანამდებობა. ხელმძღვანელობისგან ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა, რადგან ეს ყველაფერი იყო ტყუილი და ცრუ ბრალება“, - ამბობს ჯუმბერ იზორია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

29 სექტემბერს გადაცემაში „შაბათის კურიერი“ გავიდა რეპორტაჟი, რომლის მიხედვითაც ფარული კამერით აღჭურვილმა „რუსთავი2“-ის წარმომადგენელმა იზორას ოჯახის წევრებისგან აფხაზურაქციზიანი სიგარეტის და საწვავის შეძენა შეძლო. ჯუმბერ იზორიას ძმამ და ბიძაშვილმა კონტრაბანდული პროდუქციის გაყიდვა უარყვეს. თავად იზორიამ კი ამ თემაზე საუბარი არ ისურვა.

„რუსთავი 2“-თან ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მურთაზ ზოდელავა აცხადებდა, რომ ჯუმბერ იზორიას თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მფარველობდა. მისივე თქმით, მფარველობის სანაცვლოდ პოლიციის უფროსს წინასაარჩევნოდ ამომრჩევლების მოსყიდვა და დაშინება ევალებოდა.

ჯუმბერ იზორია ჩხოროწყუს პოლიციის უფროსად 2016 წლამდეც მუშაობდა. საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე კი თანამდებობა დატოვა. ის „ქართული ოცნების“ სიაში 55-ე ნომერი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]