weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სოფელ კირბალიდან ოკუპანტებმა მწყემსი გაიტაცეს

16:28 კვირა, 07 ოქტომბერი 2018

გორის მუნიციპალიტეტის სოფელი კირბალიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 50 წლის აკაკი დოთიაშვილი გაიტაცეს. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც დოთიაშვილი საქონელს მწყემსავდა.

სოფელში მერის წარმომადგენლის, დავით ცერცვაძის ინფორმაციით, აკაკი დოთიაშვილთან ერთად მინდორში მისი შვილი და კიდევ ერთი მწყემსი იმყოფებოდნენ.

„გატაცება გუშინ მოხდა. თვითმხილველების თქმით, მწყემსი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტეროტორიიდან წაიყვანეს. სავარაუდოდ, მისი დაკავება ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით მოხდა და ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. თუ რაიმე არ გაართულეს, ველოდებით, რომ ორშაბათს გაათავისუფლებენ“, - უთხრა დავით ცერცვაძემ „რეგინფოს“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

სუს-ის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 126 უკანონო დაკავების ფაქტია რეგისტრირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]