აჭარის ტელევიზიასთან ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავარიები ხშირად ხდება. ისინი შუქნიშნების დადგმას ითხოვენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.