weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკები 2019-2020 წლებში გაიხსნება

22:00 ორშაბათი, 08 ოქტომბერი 2018

ფონდ „ქართუს“ ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ბიძინა ივანიშვილის მიერ ინიცირებული ორი დენდროლოგიური პარკი 2019 და 2020 წლებში გაიხსნება. 

„ქართუს“ განცხადებით, ბოლო პერიოდში, პოლიტიკურად ანგაჟირებულმა მედიასაშუალებებმა დენდროლოგიური პარკების მოწყობის შესახებ განგებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს.

„ამ თემისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, საჭიროდ მივიჩნევთ საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სოფელ წვერმაღალასთან არსებული პარკი გაიხსნება 2019 წლის გაზაფხულზე, ხოლო შეკვეთილის დენდროპარკის გახსნა 2020 წლის ზაფხულშია დაგეგმილი. გახსნისთანავე, ორივე პარკი ღია იქნება საზოგადოებრივი სარგებლობისთვის“, - ნათქვამია ფონდი „ქართუს“ განცხადებაში.

დენდროლოგიური პარკების მოსაწყობად გიგანტური ხეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან გადააქვთ. რამდენიმე ხის ტრანსპორტირება ზღვითაც მოხდა. სამი თვის წინ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 120 ხე ჰქონდა შეძენილი: „რაც დამრჩა კიდე შემოსატანი, რამდენიმე, 140-მდე შეიძლება ავიდეს. ერთადერთი მინუსი რაც აქვს, არის ის, რომ რაც კეთდება, დიდი ფული იხარჯება“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]