weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კანაფის ექსპორტთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადაიდო

10:51 სამშაბათი, 09 ოქტომბერი 2018

საქართველოს პარლამენტმა „მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“ კანონისა და მისგან გამომდინარე პროექტების განხილვა ორი თვით გადადო. საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ვადის გადაწევის გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე ჯანდაცვის კომიტეტის მიმართვის საფუძველზე მიიღეს.

პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა რამდენიმე კვირის წინ შეაჩერა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც მოხმარებას შეეხება, ხოლო მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტის საკითხის განხილვა მაშინ დაიწყება, როდესაც საზოგადოება მეტად იქნება ინფორმირებული. მისივე თქმით, ამ საკითხზე კონსულტაციები საპატრიარქოსთანაც გაიმართება.

მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს სამედიცინო ან/და სამრეწველო მიზნით მცენარე კანაფის ექსპორტზე გატანისათვის სალიცენზიო რეჟიმის შექმნას, ამ საქმიანობაზე სახელმწიფოს კომპეტენციის განსაზღვრას და უსაფრთხოების წესების დადგენას. კანონპროექტით აკრძალულია სალიცენზიო საქმიანობით მიღებული პროდუქტის საქართველოში რეალიზაცია.

პროექტის მიხედვით, მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - კანაფის კონტროლის სააგენტო. სააგენტო უზრუნველყოფს მცენარე კანაფთან დაკავშირებულ საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს, ლიცენზიის გაცემას და სალიცენზიო პირობების დაცვის კონტროლსა და მონიტორინგს, ასევე, სამართალდარღვევების პრევენციას, მათი გამოვლენის და მათზე რეაგირების უზრუნველყოფას.

კანონპროექტის მიხედვით, შემოდის სხვადასხვა სახის ლიცენზიები. მათ შორის, სამედიცინო და სამეწარმეო მიზნით კანაფის მოყვანის ლიცენზია, გადამუშავების ლიცენზია, ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების ლიცენზია, პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის წარმოების ლიცენზია და ა.შ. თითოეული მათგანის ღირებულება 25 000 ლარი იქნება.

კანონპროექტის თანახმად, ზემოაღნიშნული ლიცენზიები გაიცემა თითოეული საქმიანობისთვის ცალ-ცალკე 5 წლამდე ვადით. ლიცენზიის მოპოვება შეეძლება მხოლოდ იურიდიულ პირს, ხოლო ლიცენზიის სხვა პირისთვის გადაცემა იქნება აკრძალული. ასევე აკრძალულია კანონპროექტით მცენარე კანაფის ინდუსტრიაში 21 წლამდე პირის ჩაბმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]