weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დავით ჭიჭინაძე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებს“ შეუერთდა

11:25 სამშაბათი, 09 ოქტომბერი 2018

პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე, რომელიც რამდენიმე თვის წინ „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებს“ შეუერთდა. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, მან დავით ჭიჭინაძეს თავად მიმართა და ფრაქციაში გაწევრიანება შესთავაზა.

„დავით ჭიჭინაძეს ჩვენს ფრაქციაში გადმოსვლა იმის გამო ვთხოვე, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა ერთიანი ძალებით და არ დაიშალოს ჩვენი ფრაქცია. მოხარული ვარ, რომ მან თანხმობა განაცხადა. ჩვენ ძალიან ბევრ თემასთან დაკავშირებით გვაქვს აბსოლურტურად ერთნაირი პოზიცია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ჩვენს შორის საინტერესო თანამშრომლობა შედგება“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

„საქართველოს პატრიოტები“ დაშლის საფრთხის წინაშე მას შემდეგ დადგა, რაც ნატო ჩხეიძემ ფრაქცია პროტესტის ნიშნად დატოვა.

ამ დროისთვის „საქართველოს პატრიოტების“ შემადგენლობა ასეთია: გიორგი ლომია (ფრაქციის თავმჯდომარე), გელა მიქაძე (მდივანი), ირმა ინაშვილი (წევრი), ემზარ კვიციანი (წევრი), ადა მარშანია (წევრი).

რაც შეეხება დავით ჭიჭინაძეს, მან 19 სექტემბერს განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ დატოვა და საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებდა. მანამდე, 18 ივლისს „ქართული ოცნების“ სამდივნომ ის პარტიიდან გარიცხა. როგორც სამდივნომ განმარტა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს, დააზარალა პარტიის იმიჯი და ინტერესები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]