„შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა, თუმცა სახლში მყოფი 80 წლის მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დამწვარია 140 კვ.მ. ფართობი“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით აწარმოებს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

			
		
		
	      
	      
	      






























					
					
					
					
					
					
 